18 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - საგარეო უწყება

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) შუამდგომლობით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გემთფლობელ კომპანიას LTD European proდuct carriers.

პარალელურად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ შეხვედრა გამართა ტოგოს საელჩოსთან და დახმარება სთხოვა საკითხის მოგვარებაში.

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა გემთმფლობელ კომპანიასთან, მოლაპარაკებებს აწარმოებდა გამტაცებლებთან.

2019 წლის 4 ნოემბერს ტოგოში, ქ. ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ "Elka Aristotle"-ს.

თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გატაცებულ იქნა 4 მეზღვაური: საბერძნეთის ერთი, ფილიპინების ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

ოთარ ვარდიძე ამჟამად იმყოფება ნიგერიაში, ქ. პორტ ჰარკურტის აეროპორტში და მიემგზავრება ქ. აბუჯაში, საიდანაც მოხდება მისი საქართველოში გამომგზავრება," - ნათქვამია განცხადებაში.

ოთარ ვარდიძეს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით ის თავს კარგად გრძნობს. ქართველი მეზღვაურს ბათუმის აეროპორტში ნათესავები და მეგობრები დახვდნენ. 4 ნოემბერს საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს მეკობრეები დაესხნენ თავს. 24 წევრიდან 4 გაიტაცეს, მათ შორის იყო ქართველი მეზღვაურიც.

დღის ამბები