კანადაში, 30 წლის თელავის მკვიდრი გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა რამდენიმე წელია, საქართველო დატოვა და უცხოეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.
მათივე თქმით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ იციან.
ოჯახმა ცხედრის გადმოსასვენებლად ოფიციალურ უწყებებს უკვე მიმართა.