18 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"მონათა ბაზრად გადააქცია ივანიშვილმა პარლამენტი და თვითონ ამ ბაზრის დირექტორია" - თინა ბოკუჩავა

დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე - პარლამენტის თავმჯდომარესთან შელაპარაკება მოუვიდათ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მათი მოთხოვნა იყო, რომ მოენახულებინათ 20 ივნისს დაკავებული პირები.

ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტი მონათა ბაზარს დაემსგავსა და ეს ბიძინა ივანიშვილი მონათა ბაზრის დირექტორია.

"არჩილ თალაკვაძეს არანაირი პასუხი არ აქვს და ის პარლამენტის თავმჯდომარე აღარ არის. მონათა ბაზრად გადააქცია ივანიშვილმა პარლამენტი და თვითონ ამ ბაზრის დირექტორია. მას არანაირი გადაწყვეტილების უფლებამოსილება არ გააჩნია. ის,  ვალდებულია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთები შეასრულოს." - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები