18 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ხმაური პარლამენტში - არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს სხდომათა დარბაზი მანდატურის დახმარებით დაატოვებინა

ვნებები არ ცხრება პარლამენტში. ამჯერად, დეპუტატებს შორის დაპირისპირება 20 ივნისის საქმეზე დაპატიმრებულების დედების პარლამენტში შეშვებას მოყვა. სასაუბრო ენა უცვლელია, სიტყვიერმა დაპირისპირებამ და ურთიერთშეურაცხყოფამ საკანონმდებლო ორგანოში უკვე ჩვეული სახე მიიღო.

ხმაური და ურთიერთდაპირისპირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილის რეპლიკას მოჰყვა. ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარისგან საპატიმროში შესვლას და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული პირების ნახვის უფლებას ითხოვდა, თუმცა ეს ნებართვა არჩილ თალაკვაძისგან ვერ მიიღეს. 

ვითარება ბიუროს სხდომაზე იმდენად დაიძაბა, რომ არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს სხდომათა დარბაზი მანდატურის დახმარებით დაატოვებინა. 

ბიუროს სხდომის დაწყებამდე ხმაური იყო პარლამენტის შესასვლელთან, სადაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული ბესიკ თამლიანის და ზურაბ ბუდაღაშვილის დედები მივიდნენ. ისინი ჯერ არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ შეშვებაზე უარი უთხრეს. მოგვიანებით კი, თამლიანის და ბუდაღაშვილის დედები ოპოზიციის წევრებთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფო კილაძემ გლდანის მერვე დაწესებულებაში ადვოკტთან ერთად ბუდაღაშვილი და თამლიანი მოინახულა.

ზურაბ ბუდაღაშვილის და და ბესიკ თამლიანის საქმეებზე მორიგი სასამართლო სხდომა ხვალისთვის არის დანიშნული. 20 ივნისის აქციაზე დაკავებულებს, პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავება.

დღის ამბები