მამა ანდრია სარია მღვდელმსახურებას ზედაზნის მონასტერში გააგრძელებს. ამის შესახებ მან საპატრიარქოს შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა. სასულიერო პირს ის ოქმი გააცნეს, რომლის გამოც საპატრიარქოში იყო დაბარებული.
კითხვაზე, დაემორჩილება თუ არა ის ამ გადაწყვეტილებას, მამა ანდრია სარია ამბობს, რომ ეს სასჯელი არ არის.
საპატრიარქოში შესვლამდე კი სასულიერო პირმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სადამსჯელო იქნებოდა.
"ზედაზენში ჩემი გამწესება არ ნიშნავს სასჯელს, პირიქით, მცხეთა-თბილისის ეპარქიაში გადმოყვანა უკანონოდ მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეკლესიაში მსახურების შესაძლებლობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, წირვა-ლოცვას დავესწრები ჩვეულებრივად.“ - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
შეგახსენებთ, საპატრიარქოში სასულიერო პირი მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო იყო დაბარებული.