18 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"ამ შენობიდან ჯერ თქვენ გაგყრით და მერე მოგაყოლებთ ერეკლე კუხიანიძეს"- დავითულიანი ოპოზიციას

"რატომ არ მობრძანდით წეღან, როცა გითხარით ამოსვლაზე, აქედან გინდათ ხომ ულტიმატუმებით საუბარი?"- ამ სიტყვებით შეაწყვეტინა საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა "ევროპული საქართველოს" ლიდერს, ელენე ხოშტარიას სიტყვა, როდესაც ის განცხადებას ჟურნალისტებთან აკეთებდა.

ბექა დავითულიანმა ოპოზიციონერი ლიდერები მოლაპარაკებებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

"​თქვენი ულტიმატუმების დრო არის დამთავრებული. ამ შენობიდან ჯერ თქვენ გაგყრით და მერე მოგაყოლებთ ერეკლე კუხიანიძეს. სანამ თქვენ აქედან არ გახვალთ, ამ გადაწყვეტილებას ვერ გაიგებთ, ერეკლე კუხიანიძეს მოვხსნით თუ არა, გადავწყვეტთ ჩვენ და გადავწყვეტთ მას შემდეგ, რაც თქვენ აქ არ იდგებით. თქვენ არავის არ მოგახსნევინებთ, ვინც მოსახსნელია, ჩვენ მოვხსნით,"- მიმართა ბექა დავითულიანმა ოპოზიციონერ ლიდერებს. 

ინციდენტის შემდეგ, ოპოზიციონერ ლიდერებსა და საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, ის უშედეგოდ დასრულდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები