18 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"ამ ცხოვრების დედაც" - "გაბედესა" და "სირცხვილიას" წევრები დიღმის პოლიციასთან აქციას მართავენ

დიღომში პოლიციის შენობასთან, სადაც 15 წლის მოზარდი დაკითხეს, სამოქალაქო მოძრაობის "სირცხვილიასა" და "გაბედეს" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქცის მონაწილეები მოითხოვენ, რომ დაისაჯოს საგამოძიებო ორგანოს ყველა ის თანამშრომელი, ვინც მოზარდზე, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურად იძალადა.

სამოქალაქო აქტივისტებს ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი. მათ შორის წარწერით - "ამ ცხოვრების დედაც" - სწორედ ეს ფრაზა დაწერა ლუკა სირაძემ დაკითხვამდე სკოლის კედელზე. 

აქტივისტებმა აღნიშნული წარწერა დღეს პოლიციის შენობაზე მიაკრეს.

 

დღის ამბები