უფლებადამცველები მოზარდის დაკითხვის დროს დარღვევებზე საუბრობენ. ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მოზარდი არ უნდა დარჩენილიყო გამომძიებლებთან მშობლის გარეშე, ასევე, საქმეში თავიდანვე უნდა ჩაერთოთ როგორც ფსიქოლოგი, ასევე ადვოკატი.
არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე დარღვევებზე საუბრობს, მისი თქმით, ბავშვს არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია სისტემასთან ადვოკატის გარეშე.
"არცერთ შემთხვევაში ბავშვს არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა სისტემასთან ადვოკატის გარეშე, არც სოციალური მუშაკი და არც მშობელი, რადგან არცერთი მათგანი არ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ფლობს ადვოკატი.
ეს წარწერა ვისაც არ უნდა გაეკეთებინა, უნდა მივმხვდარიყავით, რომ ბავშვს უჭირს და გვეფიქრა, რა უნდა გაგვეკეთებინა ყველას ერთად, რომ დავხმარებოდითმოზარდს. პოლიციაში დარეკვა კი ბავშვის დახმარება არ არის. ცალსახაა, რომ სკოლამ ბავშვის საქმე თავიდან მოიცილა,"-განაცხადა ანა აბაშიძემ.