აეროპორტის გზაზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. მათ შორის, 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორისაა არასრულწლოვანიც.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და #82 სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.
ერთ-ერთი მგზავრი ქალი, უშუალოდ, ავარიისას, კიდევ ერთი კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.