"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ ხელისუფლების მიმართულებით გამოთქმულ კრიტიკას ირონიული რეპლიკით პასუხობს.
დავით ჭიჭინაძემ გამოთქვა ეჭვი, რომ "ქართული ოცნებაში" ინგლისურის მცოდნეები მართლაც აღარ დარჩნენ, რადგან ისინი ამერიკელ პოლიტიკოსებს საკუთარ მოსაზრებებს სათანადოდ ვერ უსაბუთებენ.
"ეს არის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია და ნუ ექნებათ ილუზია ვიღაცებს, რომ საგარეო კომიტეტის სენატის თავმჯდომარე არ არის ინფორმირებული. ეტყობა, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. თავის დროზე, სწორად იყო, ირონიულად შენიშნული, რომ "ქართული ოცნება" ინგლისურის მცოდნეებმა დატოვეს. ეტყობა, მათ აღარ გააჩნიათ სათანადო ცოდნა ინგლისურის, რომ აუხსნან ის სიმართლე, რომელსაც ისინი ხედავენ,"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკული განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა გააკეთეს.