18 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ექიმის პატიმრობა არცერთ სისტემაში არ არის მისაღები, ეს არ არის შოუ, ძალიან მძიმე ფაქტია - ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგები

ტყვეობის მეორე თვე და უკანონო პატიმრობა ცხინვალის იზოლატორში.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ სასამართლომ, ვაჟა გაფრინდაშვილს წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა, მისი კოლეგები იმედოვნებენ რომ ექიმს ამნისტია შეეხება და დე ფაქტო ხელისუფლება მას, საახალწლოდ გამოუშვებს.

"ვაჟა გაფრინდაშვილი მოტაცებულია, ის ვერბალური გამოხატვის გამო დაიჭირეს. მან თქვა, რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო, რის გამოც დაისაჯა. 

2008 წლის ომის დროს, რუსი მფრინავები იყვნენ ჩვენი პაციენტები, ჩვენ მათ ისეთივე დახმარებას ვუწევდით, როგორც ნებისმიერს, ასე აკეთებდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც. მისი მოტაცება სრული უკანონობაა, უფრო მეტიც არამზადობაა," - აღნიშნა ტრავმატოლოგმა ლევან ნაჭყებიამ.

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე საუბრობს ტრავმატოლოგი მიხეილ ზიმლიცკიც.

"ექიმის პატიმრობა არცერთ სისტემაში არ არის მისაღები, როგორც ჩანს, მეორე მხარე შეუვალია, რადგან სამართლიანობა მათ მხარეს არ არის. პაციენტები სისტემატიურად კითხულობენ ვაჟა ექიმის ამბავს, ეს არ არის შოუ, ეს ძალიან მძიმე ფაქტია," - განაცხადა ტრავმატოლოგმა მიხეილ ზიმლიცკიმ.

 

 

დღის ამბები