საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გარდაბნის თბოსადგური 2-ის მშენებლობა დაასრულა. სადგური საცდელი გაშვების რეჟიმში უკვე აწვდის ელექტროენერგიას საქართველოს ერთიან ენერგოსისტემას. კომბინირებული ციკლის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 180 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
მშენებლობა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და 2020 წლის ზამთრის სეზონისათვის სრული მოცულობით იმუშავებს.