18 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
მოქალაქე, რომელმაც ბათუმში დაჭრილი პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა, დააჯილდოვეს

მოქალაქე, რომელმაც ბათუმში დაჭრილი პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა, დააჯილდოვეს. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 41 წლის რაულ თებიძეს მადლობის სიგელთან ერთად 2000 ლარიც გადაეცა. 

შეგახსენებთ, ინციდენტი 18 დეკემბერს მოხდა, როდესაც გამვლელმა საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა და პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილ სამართალდამცველს რაულ თებიძე დაეხმარა - შეეცადა სისხლდენა შეეჩერებინა და იქამდე, სანამ პოლიციელს საავადმყოფოში ოპერაცია უტარდებოდა, კლინიკაში დარჩა. 

პოლიციელს სამედიცინო დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

დღის ამბები