სემეკ-მა გაზის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელად დატოვა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება.
გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა. კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე შპს "თბილისი ენერჯისთვის" ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები განიხილა.
"დადგენილი წესის მიხედვით, ჩვენ შევისწავლეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხარჯები, მოხდა მათი აუდირება და შესაბამისად გათვალისწინებული იქნა ყველა ხარჯი, ხოლო ნაკლებ მიზანშეწონილი კი ამოღებული.
გარდა ამისა, მომდევნო სამი წლისთვის ჩვენ რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული კომპანიების საინვესტიციო ვალდებულებები შევითანხმეთ, რაც გათვალისწინებული იქნა ტარიფში," - განაცხადა დავით ნარმანიამ.