18 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
შედგება თუ არა სინოდის სხდომა და რა ხდება დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით - მეუფე შიომ "რუსთავი 2"-ის კითხვებს უპასუხა

უახლოეს პერიოდში სინოდის სხდომა არ შედგება - მეუფე შიომ ამის შესახებ "რუსთავი 2"-თან, საპატრიარქოში გამართული მრგვალი მაგიდის შემდეგ განაცხადა. პატრიარქის თანამოსაყდრემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სინოდის რეკომენდაცია შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს სინოდის სხდომიდან მალევე გადაეგზავნა და ჯერი ახლა უკვე სალომე ზურაბიშვილზეა.

"რაც შეეხება მამალაძეს, თქვენ ხომ იცით, რომ წმინდა სინოდმა მიიღო განჩინება, შემდეგ სპეციალური წერილიც გაიგზავნა პრეზიდენტისადმი, ასე, რომ პრეზიდენტის გადასაწყვეტია,"- განაცხადა მეუფე შიომ.

დღის ამბები