18 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
თევზის უსიამოვნო სუნი ფოთში - თევზგადამამუშავებელ ქარხნებში საწარმოო ექსპერიმენტი ჩატარდება

ფოთში თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები მთელი ღამის განმავლობაში ნავმისადგომთან იყვნენ შეკრებილები. ისინი ტერიტორიაზე იმ მიზნით მორიგეობდნენ, რომ ქაფშიით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების გასვლა არ მომხდარიყო.

დიალოგში მონაწილე მხარეთა გადაწყვეტილებით, ჩატარდება საწარმოო ექსპერიმენტი, რომელსაც დააკვირდება ყველა მხარე. ინდივიდუალურად შემოწმდება ყველა ქარხანა. საწარმო, რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება. ის ქარხანა, რომლიდანაც თევზის უსიამოვნო სუნის გავრცელება დადასტურდება სამუშაო პროცესს შეაჩერებს.

"ყველა ქარხანა ჩაირთვება ერთჯერადად და ვნახავთ რომელი ქარხანა უშვებს სუნს და დაიკეტება, თუ ოთხივე ქარხანამ დადო რეალური შედეგი, რომ ქარხანას არ აქვს სუნი, გამოდის რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ ისე, რომ ქალაქის ჰაერი არ მოიწამლოს," - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი ვლადიმერ ამბალია.

დღის ამბები