18 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
დიდი მადლობა, ვინც გვერდში მედგა და მომცა საშუალება, რომ ეს თვენახევარი გამეძლო - თბილისში დაბრუნებული ვაჟა გაფრინდაშვილის კომენტარი

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა მის მხარდამჭერებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, თბილისში დაბრუნებული ექიმი ჟურნალისტებმა საკუთარ სახლთან ჩაწერეს.

"დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის სამწუხაროდ დიდი ინფორმაცია არ მქონდა, გზაში რაც მითხრა ჩემმა მეუღლემ, რაც მქონდა საშუალება, ერთხელ თუ ორჯერ, რომ მენახა ქართული არხი. დიდი მადლობა ყველას თქვენი თამადობით, ვინც მე მხარს მიჭერდა, გვერდში მედგა და მომცა საშუალება, რომ ეს თვენახევარი გამეძლო," - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა. მისი თქმით, ცხინვალის იზოლატორში მასზე ზეწოლას ადგილი არ ქონია.

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები