18 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ვატიკანის სახელმწიფო მდივანი თბილისში - კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ კათოლიკურ საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა

თბილისში ვიზიტად მყოფმა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ კათოლიკურ საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. ხვალ კარდინალი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრება. პიეტრო პაროლინი საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრსაც ეწვევა, სადაც კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდება.

"კარდინალმა აღავლინა წმინდა წირვა საკათედრო ტაძარში, რომელსაც ესწრებოდა ვატიკანის ელჩი, სომხური კათოლიკე წესის სამღვდელოება, ასევე ასირიულ-ქალდეური ეკლესიის მღვდლები და მრევლის წევრები , ეს კიდევ ხაზს უსვამს იმას, რომ კათოლიკური ეკლესიის წიაღში არის სამი სხვადასხვა წესი, თუმცა არის ერთი ეკლესია,"- განაცხადა ახალგაზრდა კათოლიკეთა ცენტრის წარმომადგენელმა კონსტანტინე აკოფაშვილმა.

დღის ამბები