03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
12 წელში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 14%-ით შემცირდა

საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები ცნობილია. 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 12 წლის განმავლობაში 14 %-ზე მეტით შემცირდა და დღეს 3 მილიონ 729 ათას 635 ადამიანს შეადგენს.

საქსტატის ინფორმაციით, კლება ძირითადად სოფლების ხარჯზე მოხდა, სადაც მოსახელობა თითქმის 24 პროცენტით შემცირდა, ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვი კი 6,3 %ით გაიზარდა.

ამ დროისთვის მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა მილიონ 118-ი ათას ადამიანს შეადგენს, მაშინ როდესაც სოფლის მაცხოვრებელთა რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხლოდ ნახევარი მილიონია. 

 

 

დღის ამბები