03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე სოფელი უფასო დაზღვევით ვეღარ სარგებლობს

მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე სოფელი უფასო დაზღვევით ვეღარ სარგებლობს.
პაციენტების თქმით, უკვე ხუთი დღეა, მომსახურება საავადმყოფოში ფასიანი გახდა, თუმცა ისინი ამის თაობაზე ინფორმირებული არ იყვნენ.

ხულოში, ქედასა და შუახევში, 25 აპრილიდან აღარ ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტაციონარული, გეგმიური ამბულატორული მომსახურება და მშობიარობაც ფასიანი გახდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამედიცინო კორპორაცია “ევექსი” საყოველთაო დაზღვევის რამდენიმე კომპონენტიდან გავიდა.

გადაუდებელ შემთხვევებში პაციენტებს მაღალმთიანი სოფლებიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

დღეს გაირკვა, რომ კორპორაცია "ევექსს” მაღალმთიან აჭარაში მალე სხვა კომპანია ჩაანაცვლებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, მანამდე მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას ადგილობრივი მთავრობა სარეზერვო ფონდიდან გეგმავს.
მსგავსი პრობლემები მოსახლეობას მალე შესაძლოა იმერეთსა და კახეთშიც შეექმნას, რადგან საყოველთაო დაზღვევის რამდენიმე კომპონენტიდან „ევექსი“ ამ რეგიონებშიც გადის.

ავტორები: სოფო ვარდიაშვილი, თეა ვაშალომიძე, გოჩა კვაჭაძე, დავით მჭედლიშვილი

დღის ამბები