19 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა - დაინფიცირებულია 6 ათასამდე ადამიანი

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით დაინფიცირებულია 6 ათასამდე ადამიანი. ქალაქ უხანს, რომელიც მომაკვდინებელი ვირუსის ეპიცენტრია, ათასობით უცხოელი ტოვებს.

ავსტრალია 600 მოქალაქეს, დროებითი იზოლაციის მიზნით, ორი კვირის ვადით, შობის კუნძულზე გადაიყვანს. მოქალაქეების ევაკუირებას უზრუნველყოფს შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია და სამხრეთ კორეა.

პნევმონიის გამომწვევი ვირუსის გავრცელება ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახა. კომპანია "სტარბაქსმა" ჩინეთის მასშტაბით განთავსებული ობიექტების ნახევარი დროებით დახურა. ჩინეთის პრეზიდენტმა ვირუსს "ეშმაკი" უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩინეთი მის დამარცხებას შეძლებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 16 ქვეყანაშია გამოვლენილი.

დღის ამბები