09 სექტემბერი 2026,   09:26
ვრცლად
უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს - ეპიდემიის ეპიცენტრის დატოვებაზე 2 ქართველი უარს ამბობს

ზუსტად 5 საათში ანკარაში ჩაფრინდება თვითმფრინავი, რომელსაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეები გადმოჰყავს. ბორტზე სულ სამი ქართველია. ისინი კარანტინის პერიოდს სწორედ თურქეთში გაივლიან.

რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ასევე იმყოფებიან იმ ქალაქში, სადაც ჩინური ვირუსი პირველად გავრცელდა, 2 ქართველი დატოვებს უხანს და თავს საფრანგეთს შეაფარებს. საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ კი დახმარებაზე უარი თქვა და ისინი ეპიდემიის ცენტრში, უხანში რჩება.

ევაკუაციის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ჩინეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთში არჩილ კალანდიამ, ცოტა ხნის წინ, "კურიერთან" კომენტარი გააკეთა.

"ქალაქ უხანიდან ევაკუირებულ იქნა საქართველოს 3 მოქალაქე და ისინი მიემგზავრებიან თურქეთის მიმართულებით. ამჟამად დარჩენილი ქალაქ უხანში საქართველოს 4 მოქალაქე, აქედან ორმა გადაწყვიტა დარჩენა ქალაქ უხანში და კარანტინის პერიოდის გავლა ამ ქალაქში. დანარჩენი 2 მოქალაქე სავარაუდოდ, ევაკუირებულები იქნებიან საფრანგეთში," - განაცხადა არჩილ კალანდიამ.

დღის ამბები