ინდოეთის მოქალაქის მკვლელობისთვის 67 წლის მამაკაცს ბრალი დღეს უნდა წაუყენონ. მის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ისანში მოკლული მამაკაცის ცხედრის ექსპერტიზა გვიან ღამით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, ინდოეთის მოქალაქეს იარაღიდან გასროლის შედეგად სამი ტყვია აქვს მოხვედრილი.
მეზობლებს შორის უთანხმოების მიზეზი მიწა იყო, რაზეც დავა მათ შორის თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა, იყო ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებიც. ბოლოს კი ბრალდებულმა მეზობლებს ღობე დაუნგრია.