09 სექტემბერი 2026,   16:13
ვრცლად
ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი მკვლელობა გადაიღო - "კურიერმა" ისანში მომხდარი მკვლელობის ვიდეო მოიპოვა

ექსკლუზიური კადრები ისანში მომხდარი მკვლელობიდან - "კურიერმა" მოიპოვა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ თვითონ ახალგაზრდა მამაკაცმა, მისი მკვლელობისას გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ მისი მისამართით სამჯერ გაისროლეს.

პაკისტანის მოქალაქის მკვლელობისთვის 67 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წაუყენებენ. მის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ცხედრის ექსპერტიზა გვიან ღამით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. მეზობლებს შორის ერთწლიანი უთანხმოების მიზეზი მიწა იყო, იყო ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებიც. ბოლოს კი ბრალდებულმა მეზობლებს ღობე დაუნგრია.

დღის ამბები