18 მაისი 2024,   22:32
ვრცლად
ტელეკომპანიები დაგროვილ გადასახადებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში სრულად, შესაბამისი გრაფიკით გადაიხდიან - მაჭავარიანი

"მინისტრის ფარგლებში" პარლამენტში მისულმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელევიზიების მიერ დაგროვილ გადასახადებზეც ისაუბრა. მინისტრის თქმით, შემუშავდება შესაბამისი გრაფიკი და ტელეკომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში გადასახადებს სრულად დაფარავენ. 

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გარკვეულ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ მსხვილი ტელევიზიები თავს არიდებდნენ დეკლარირებული გადასახადების გადახდას. ეს ერთი მხრივ, ნიშნავდა ბიუჯეტში შემოსავლების დაკლებას, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აფერხებდა შედარებით მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას.

წარმოდგენილი წინადადებების მიხედვით, ტელეკომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში შესაბამისი გადახდის გრაფიკით უზრუნველყოფენ მათ მიერვე დეკლარირებული გადასახადების სრულად გადახდას,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები