18 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტში კორონავირუსზე შემოწმება მიმდინარეობს - მოქალაქეების ნაწილი დღეს იტალიიდან დაბრუნდა

ქუთაისის აეროპორტში კორონავირუსზე შემოწმება მიმდინარეობს. ამ წუთებში გაიარეს შემოწმება იტალიის ქალაქ ბარიდან ჩამოსულმა მგზავრებმა.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მათ შეუმოწმეს ტემპერატურა როგორც ქალაქ ბარში, ასევე საქართველოში ჩამოსვლისას და საგანგაშო სიმპტომები არ გამოვლენილა.

მგზავრების თქმითვე, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ასევე აცხადებენ, რომ ბარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და პანიკაც არ არის, თუმცა ადასტურებენ, რომ მილანში გარკვეული შეფერხებებია.

დღის ამბები