26 აპრილი 2024,   13:49
ვრცლად
ირანიდან დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია 2-კვირიან კარანტინს გაივლის

ირანიდან დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია 2 კვირიან კარანტინს გაივლის. 15-კაციანი ჯგუფიდან 5 პირი იზოლაციას აბასთუმანში, 10 კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაატარებს.

პირებს, რომლებსაც თვითიზოლაციის მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, ინფექციონისტები მკაცრად გააკონტროლებენ. გადაწყვეტილების მიღებამდე, დელეგაციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაახლოებით, 6 საათი გაატარა.

ისინი ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდნენ და ყველა საჭირო შემოწმება გაიარეს. 

ისინი ჰყვებიან, რომ მათთან ერთად ირანის 2 მოქალაქე მგზავრობდა, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს და უკან დააბრუნეს.

"15-16 კაცი ვართ, არანაირი კორონავირუსი არ ფიქსირდება. გავიარეთ შემოწმებები სიცხის და ა.შ. თუმცა არც არაფერი. თავის დაცვის მიზნით, მათაც და ჩვენც გვინდა დავრწმუნდეთ, რომ არაფერი არ გვჭირს, მაგრამ რეალურად საგანგაშო მდგომარეობა არ არის,“ - ამბობს დელეგაციის წევრი.

დღის ამბები