03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
აუთვისებელი 28 მილიონი ლარი, გადათხრილი თბილისის ქუჩები - ოპოზიცია ნარმანიას აკრიტიკებს

მორიგი ბრალდება თბილისის მერიას. საკრებულოში შემავალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დედაქალაქის მთავრობის და მერის დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. მიზეზი ამ შეთხვევაში პირველ სამ თვეში აუთვისებელი 28 მილიონი ლარია. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თბილისს უამრავი პრობლემა, მათ შორის, გადათხრილი ქუჩები აქვს, ამ დროს კი მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ვერ ასრულებს. 

"ციფრი და დიაგრამა რაც არსებობს ფურცლებზე ლამაზია, თუმცა ეს არ არის ასახული თბილისზე. გადათხრილია ქუჩები, მოუწესრიგებელია დედაქალაქის სხვადასხვა უბანი. 6 მილიონი სოციალური პროექტებიდან არის ამოღებული და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ შეასრულეს," - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სევდია უგრეხელიძე. 

თბილისის მთავრობას აკრიტიკებენ გაერთიანებული დემოკრატებიც. ისინი მიიჩნევენ, რომ დედაქალაქს არ ჰყავს მუნიციპალიტეტი რომელიც არსებულ პრობლემებს მოაგვარებს და თბილისს მოუვლის. 

თბილისის საკრებულოს უმცირესობის ბრალდებებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში, სადაც მიაჩნიათ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის 98 პროცენტი  შესრულდა.

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები