18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ნაფარეულის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს

თბილისში, ნაფარეულის 1 ნომერში ადგილობრივებმა გასროლის ხმა გაიგეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, პრიუსის მარკის ავტომობილში რამოდენიმე ადამიანი იჯდა იქიდან ორი გადმოვიდა და ერთ-ერთმა შეიარაღებულმა პირმა ხუთჯერ გაისროლა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნაფარეულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი ამბობს, რომ დაპირისპირებას წინ უძღვოდა სიტყვიერი შელაპარაკება.

პრიუსის მარკის ავტომანქანიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა ერთ-ერთი იყო შენიღბული, რომელმაც ხუთჯერ გაისროლა და შემდეგ ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამოღებულია ვაზნები.

შსს-მ გამოძიება 236 მუხლის 3-4 ნაწილით მიმდინარეობას, რაც რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ფაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები