18 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისში ღამის კლუბები დროებით იხურება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კლუბი "ბასიანი" საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბასიანის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა:

"მსოფლიო მასშტაბით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის COVID 19-ის პანდემიას უკავშირდება, ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, მათ შორის სხვა ქვეყნების გამოცდილებას და საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით ვაუქმებთ. დამატებით ინფორმაციას სიტუაციის განვითარებასთან ერთად მოგაწვდით.

გააზრებული გვაქვს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ნებისმიერ სფეროს, მათ შორის დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციისთვის საჭირო ყველა ღონისძიებას მივმართეთ, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობას შესაძლო საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ, რადგან სოლიდარობა, პასუხისმგებლობა და ადამიანებზე ზრუნვა ყოველთვის დარჩება ჩვენს უმთავრეს ფასეულობად," - აღნიშნულია განცხადებაში.

"ბასიანის" მსგავსად საკლუბო ღამეებს დროებით აუქმებენ კლუბები "ხიდი" და "მტკვარზე".

დღის ამბები