14 მაისი 2024,   20:29
ვრცლად
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

ინტენსიური თოვისა და ყინულის გამო გადაადგილება აკრძალულია ვერონა-შუამთის მიმართულებით. ამ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის და ზამთრის საბურავების მქონე მანქანებისთვის.

თელავის საგზაო სამსახურის ინფორმაციით, აქტიურად იწმინდება გზა, იყრება ტექნიკური მარილი და ქვიშა. მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

დღის ამბები