18 ნოემბერი 2024,   18:58
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა

ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში აპარატების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

სასუნთქი აპარატი ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო რეკვიზიტია, რაც ახალი ვირუსის გართულების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან აღნიშნა საჭიროების შემთხვევაში მოხდება ე.წ "ეკმოს" აპარატების შემოტანაც.

ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50-მდე პაციენტი რჩება, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები