COVID-19 და მთავრობის პრევენციული ზომები. როგორ ხვდება საქართველო მსოფლიოს ახალ გამოწვევას? 13 წლიანი პაუზის შემდეგ "რუსთავი 2"-ზე პოლიტიკური თოქშოუ "ღამის კურიერი" დაბრუნდა. დავით კაკულიას პირველი სტუმარი გიორგი გახარია იყო.
პრემიერი მინისტრმა ის პრიორიტეტები გააჟღერა რაც დღეს სახელმწიფოს აქვს კორონავურუსთან ბრძოლის საკითხებში. გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა იმ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელდება.
გადაცემაში საუბარი იყო ასევე ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციასა და კონრტოლის მექანიზმებზე. პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში მარაგების არსებობასა და ეკონომიკურ საკითხებზე.