COVID-19-ით ინფიცირებული სამი პაციენტი იმყოფება ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში დაკვირვების ქვეშ კიდევ 46 პაციენტი იმყოფება. ლუგარის ლაბორატორიიდან კი მათგან დღეისათვის 7 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.
"კლინიკაში იმყოფება სამი ინფიცირებული დადასტურებული პაციენტი, მათი ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში დადებითია,"- ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.