19 მაისი 2024,   04:55
ვრცლად
"ჩვენმა თანამშრომელმა გააგზავნა 6 სახუმარო SMS" - პაატა ბურჭულაძის შვილი პანიკის შემცველი, ცრუ მესიჯების გაგზავნის ფაქტთან კავშირს უარყოფს

კორონავირუსის შესახებ პანიკის შემცველი, ცრუ მესიჯების გაგზავნის ფაქტზე, პაატა ბურჭულაძის შვილის კუთვნილ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. შუქრი ბურჭულაძის განცხადებით, მისმა თანამშრომელმა კორონავირუსზე ცრუ შეტყობინება ოჯახის წევრებთან ხუმრობით გააგზავნა და მის კომპანიას ამ ფაქტთან კავშირი არ აქვს.

ბურჭულაძეების განცხადებით, მათზე ხორციელდება ზეწოლა რასაც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ.

"ჩვენმა თანამშრომელმა გააგზავნა 6 სახუმარო SMS, გავერიეთ ასეთ ამბავში და ეს გვანახებს ჩვენზე ზეწოლა არის, თუ არა გამიზნული. სუს-ის 50-მდე თანამშრომელი უცბად მოვარდა მანქანასთან და განმიცხადეს, რომ უნდა გაეჩხრიკათ ჩაეტარებინათ ჩხრეკა ოფისში და მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს საჭირო იყო, იმიტომ რომ ჩვეულებრივად, რომ მოსულიყვნენ. ჩვეულებრივად დავეხმარებოდით," - ამბობს კომპანია "ირისის" დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე.

უფლებადამცველი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძის ოჯახის მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს. 

"მოსამართლის ე.წ. განჩინებით, პირდაპირ არის პაატა ბურჭულაძის ოჯახის და არა მარტო ოჯახის დისკრედიტაცია. იმიტომ, რომ ისეთი მოთხოვნები აქვთ დაყენებული და ისეთ ნივთებს ითხოვენ, რომლებიც არა, თუ ამ საქმესთან შემხებლობაშია, გარკვეული პირების ინტერესი აქვთ და პირველ რიგში პაატა ბურჭულაძის ოჯახის. მე ვითხოვ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას და ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა კანონდარღვევებთან გვაქვს საქმე," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

დღის ამბები