კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს ბათუმის ქუჩები აკურთხეს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიიამ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მრევლთან და სტიქაროსნებთან ერთად, ლიტანიობა ჩაატარა. მსვლელობა ბათუმის თვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.
ეპარქიაში განმარტავენ,რომ ეს არის ეკლესიის ერთგვარი გამოხატულება ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ.
რაც შეეხება ზიარებისა და მრევლის შეკრების წესის შეცვლას, ეპარქიაში ამბობენ, რომ წესები დროთა განმავლობაში იცვლება, თუმცა მთავარია მოტივი. თუ იქნება ამის საჭიროება, წესების შეცვლა იქნება გამართლებული.