03 ოქტომბერი 2024,   19:21
ვრცლად
ტელეკომპანია „დია“ თანამშრომლებმა დატოვეს

გორის საკაბელო ტელევიზიის თანამშრომლებმა დღეს პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს. ტელეკომპანია “დია” თანამშრომელთა უმეტესობამ დატოვა, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, გადაცემების წამყვანებმა, განვითარების მენეჯერმა, მემონტაჟემ და ტექნიკურმა პერსონალმა.

ისინი დამსაქმებელს დაინფორმაციო პოლიტიკაში ჩარევასა და კაბალური ხელშეკრულებების გაფორმებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ”დიას” ჟურნალისტებმა და ტექნიკურმა პერსონალმა პრესკონფერენცია გამართეს.

მათი თქმით, კონტრაქტის ერთერთი პუნქტი, ჟურნალისტებს ტელეკომპანიის დატოვების შემდეგ კონკურენტ მედიაში მუშაობას 3 წლით უკრძალავდა. თანამშრომლები ამბობენ, რომ ცდილობდნენ არხის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულებების პირობების შეცვლას, ასევე ითხოვდნენ, ხელშეკრულებაში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დაცვის პუნქტების შეტანას, რაზეც უარი მიიღეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში თანამშრომელთა მოთხოვნას სამართლიანს უწოდებენ და ადასტურებენ, რომ ხელშეკრულებები მართლაც ცალმხრივია.

დღის ამბები