ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 3 თვის ბავშვი.
მას უკვე ჩაუტარეს ტესტი და პასუხს დღეს ელოდებიან. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მხოლოდ ხველა აღენიშნება.
ჩვილი ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გუშინ გადაიყვანეს.