ამ დროისთვის ფოთსა და ზუგდიდში ყველა ავტობუსი გაჩერებულია. სამართალდამცველები ამოწმებენ და აჯარიმებენ იურიდიულ პირებს, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად საქმიანობას აგრძელებენ. გუშინ რამდენიმე სალონი წესების დარღვევის გამო უკვე დაჯარიმდა.
ასევე დღეიდან ხდება იმ სტუდენტების მობილიზება, რომლებიც სამედიცინო განათლებას გადიან და წარმოშობით ფოთიდან და ზუგდიდიდან არიან. საჭიროების შემთხვევაში მათ მობილიზებას სამეგრელო-ზემო სვანეთში განახორციელებენ. ამასთან, არსებობს მოხალისეთა 80 კაციანი ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ასევე, თუკი ფოთის ბაზარში ხალხმრავლობა კვლავ იქნება, არ არის გამორიცხული ბაზარმა მუშაობა საერთოდ შეაჩეროს.
"დღევანდელი დღიდან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალულია. ამასთანავე, მივმართავთ ყველა იმ საწარმოს, რომლის მუშაობაც აუცილებელია ქალაქის საჭიროებიდან გამომდინარე, მათაც მაქსიმალური ზომები მიიღონ,"- განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ.