ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ მედდას ტემპერატურა აღენიშნება.
მედიკოსების განმარტებით, მისი ტემპერატურა პერიოდულია, თუმცა არა საგანგაშო.
კვლავ მძიმეა 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ასევე დადასტურებული აქვს COVID-19, ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.
ბათუმის კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტია, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი 6 ინფიცირებულის მკურნალობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტები თავს კარგად გრძნობენ.
ბოლო ინფორმაციით, აჭარაში კარანტინში 2000-ზე მეტი პირია მოთავსებული.