საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნობათები გადასცეს.
"საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, პროკურორებმა მათ საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები სახლებში მიუტანეს," - აღნიშნულია უწყების ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურა საქველმოქმედო ღონისძიებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონების მასშტაბით მომავალშიც გააგრძელებს.