19 აპრილი 2024,   09:05
ვრცლად
აჭარაში COVID-19-ით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალი გამოჯანმრთელდა

აჭარაში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონში ეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პირველი შემთხვევაა. ახალგაზრდა ქალი კლინიკიდან დღეს გაეწერება და ის 2 კვირის განმაცვობაში პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში იქნება - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო შტაბის შეკრების შემდეგ განაცხადა. 

"აჭარაში გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული, რომელმაც დაამარცხა ეს ინფექცია, რაც მისასალმებელია, მაგრამ ახლა გვმართებს ათასჯერ მეტი სიფრთხილე, სწორედ ამიტომ კოორდინირებულად შტაბი იკრიბება და გავდივართ ყველა საკითხს. შტაბის მუშაობაში ჩართული არიან როგორც მუნიციპალიტეტები, ასევე ძალოვანი სტრუქტურები," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში კლინიკა "მედალფაში" ამ ეტაპზე 7 ინფიცირებული რჩება.

დღის ამბები