03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ქართველი მეზღვაურის პირველი კომენტარი დაბომბვაში მოყოლილი გემიდან

ქართველი მეზღვაურის პირველი კომენტარი დაბომბვაში მოყოლილი გემიდან. გოჩა შერვაშიძე განმარტავს, რომ ამჟამად დაზიანებული გემი თურქეთის ერთ-ერთ პორტში გადაყავთ.

გემის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი გოჩა შერვაშიძე სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ამ დროისთვის ნორმალური მდგომარეობაა. მისი თქმით, ერთი მიცვალებული სამხედრო გემზე იქნა გადასვენებული.

„ჩვენ ვიმყოფებით ზღვაში და მივდივართ თურქეთის ერთ-ერთი პორტისკენ. ქართველები ყევლა კარგად ვიმყოფებით. ცეცხლის ალში ვიყავით გახვეული და არანაირი თანადგომა არ გვქონდა,“ - განაცხადა მეზღვაურმა გოჩა შერვაშიძემ.

გოჩა შერვაშიძის მეუღლის ლია ტაკიძის თქმით, მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ყველაფერი კეთდება ხომალდზე მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის სამშობლოში დროულად დასაბრუნებლად.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მამუკა ახალაძის თქმით, სავარაუდოდ მოხდება გემის ბუქსირება უახლეს პორტში, ან მოხდება ეკიპაჟის ევაკუაცია. მანვე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს.

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს საპორტო ქალაქ ტობრუკთან ზღვიდან, შემდეგ კი ჰაერიდან გაუხსნეს ცეცხლი. დაიღუპა კაპიტანი, დაჭრილია ეკიპაჟის რამდენიმე წევრი. საქართველოს მოქალაქეები უვნებელი გადარჩნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები