03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
"საქართველოს მთავრობა სწორ ნაბიჯებს დგამს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის,“ - EBRD-ის პრეზიდენტი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისშია.

EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი, შედეგის მომტანი იქნება, როგორც მასპინძელი მხარისთვის, ისე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის.

„რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ისევე როგორც მთელ რეგიონს, ქართულ ეკონომიკასაც შეექმნა პრობლემები. რუსეთში არსებულმა მდგომარეობამ გავლენა იქონია რეგიონის ქვეყნებზე, თუმცა ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობა სწორ ნაბიჯებს დგამს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის,“ - განაცხადა სუმა ჩაკრაბატიმ.

სუმა ჩაკრაბატი საქართველოს გუშინ საღამოს მეუღლესთან ერთად ეწვია. სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დახვდა. ყოველწლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე, EBRD-ის პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.

დღის ამბები