18 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
რეგიონებში აგრარული ბაზრების დაკეტვამ პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია - როდის შეძლებენ ბაზრები ფუნქციონირების აღდგენას

დედაქალაქის და რეგიონების აგრარული ბაზრები დროებით დაკეტილია. მიზეზი COVID 19-ის გავრცელების პრევენციაა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნება იმ აგრარული ბაზრებისთვის, რომლებსაც ფუნქციონირების გაგრძელების სურვილი ექნებათ. 

ოზურგეთის ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაქსიმალურად ეცდებიან რეგულაციის ყველა მოთხოვნა გაითვალისწინონ და მუშაობის გაგრძელება შეძლონ. 

მოვაჭრეთა ნაწილი ბაზრების დაკეტვით უკმაყოფილოა და ითხოვენ დროს, რათა მალფუჭებადი პროდუქტის რეალიზების საშუალება მიეცეთ. 

ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ აგრარული ბაზრების დაკეტვის გამო პროდუქტების გაძვირება გამოიწვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ პროტოკოლზე, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა.  მისი თქმით, თუკი ბაზრების ადმინისტრაცია რეგლამენტის ყველა წესს დაიცავს, მათ საბითუმო ვაჭრობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.

დღის ამბები