18 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
"ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე 21 უდანაშაულო ადამიანს ვიხსენებთ" - აშშ-ს საელჩო 9 აპრილის შესახებ

საქართველოში ამერიკის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა," - ნათქვამია განცხადებაში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 31 წელი შესრულდა.

დღის ამბები