"კოვიდ 19"-ის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს ეძებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში.
ადგილობრივების ინფორმაციით, დიაგნოზი 36 წლის ქალს დაუდგინდა, რომელიც ირანელებთან თარჯიმნად მუშაობს.
პაციენტი თბილისიდან სოფელში რეგულაციების გამო ჩავიდა და სიმპტომების გამოვლენამდე სოფელში თავისუფლად გადაადგილდებოდა.
ადგილზე ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები მუშაობენ.