03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
"საქართველო მიდის არსაით,"- ხათუნა ლაგაზიძე

ხელისუფლების მხრიდან EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გადამეტებულ მოლოდინზე საუბრობს ეკონომიკურ ექსპერტთა ნაწილი. მათი შეფასებით, რეალური შედეგის დანახვა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება შესაძლებელი და ღონისძიების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები ლარის კურსს ვერ დაასტაბილურებს. ექსპერტთა აზრით, ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანია საქართველოს სტაბილური ქვეყნის იმიჯი ჰქონდეს.

"საქართველო მიდის არსაით, ეს განწყობა თუ არ შეიცვალა, ვერანაირი ვიზიტები და გლობალური ღონისძიებები ვერაფერს გვიშველის,“ - აცხადებს "საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დირექტორის შეფასებით, კონფერენციებს აქვს დატვირთვა, რომ საქართველოს გაცნობა ხდება, მაგრამ მისივე თქმით, შემდეგ უნდა მოხდეს ასახვა კონკრეტულ ინვესტიციებსა და პროექტებში, რაც ძალიან კარგი იქნება, თუმცა, მას ამ ეტაპზე ეს მოლოდინი არ აქვს.

"მე არ მგონია კონფერენციების გზით გადაიჭრას ის მტკივნეული პრობლემები, რაც ქვეყნის წინაშეა," - განმარტა სერგი კაპანაძემ.   

დღის ამბები