თეთრი ხალათი ახალ სიმბოლოდ იქცა - ექიმები კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. სხვის გადასარჩენად მედიკოსები ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკზე მიდიან.
ექიმები თავიანთი პაციენტების გადასარჩენად ახლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იბრძვიან, ეს ყველაფერი დაუღალავი შრომის და პროფესიონალიზმის ხარჯზე ხდება.
მსოფლიოს გარშემო ადამიანებს ახლა სწორედ ექიმების იმედი და გადარჩენისთვის ბრძოლა აერთიანებს.
ხშირ შემთხვევაში მედიკოსების თავდადება მძიმე შედეგით მთავრდება. "ჰაროუს" საავადმყოფოში ინდივიდუალური აღჭურვილობის დეფიციტის გამო სამმა მედდამ ნაგვის პარკები შემოიხვია. სამწუხაროდ სამივეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რადგან პარკი, აღსაჭურვად საკმარისი ინვენტარი არ აღმოჩნდა.
ინფექციის გავრცელების გამო ახალი გამოწვევების დაძლევა პირველ რიგში მედიკოსებს უწევთ. თეთრი ხალათი კი ის ფორმაა, რომელიც 21-ე საუკუნის ყველა სუპერგმირს აცვია.