18 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ბლოკპოსტებზე ზომები დღეს საღამოდან განსაკუთრებით გამკაცრდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს საღამოს განსაკუთრებით გამკაცრდება ზომები ყველა ბლოკპოსტზე.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, შეზღუდვა პირველ რიგში მოქალაქეების უსაფრთხოების გამო დაწესდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მკაცრი ზომები მხოლოდ ფიზიკურ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეხება, რათა შეიზღუდოს ინტენსიური გადაადგილება. მისი თქმით, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ტვირთბრუნვა, როგორც სარფის საბაჟოდან სახმელეთო გადაზიდვების ნაწილში, ასევე ბათუმის პორტში.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა კრიზისში მყოფი ქვეყნის ეკონომიკას ტვირთბრუნვა დადებითად წაადგება, ამიტომ ამ კუთხით არ გავრცელდება შეზღუდვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებითაც ისაუბრა,ის არ გამორიცხავს რომ ამ კლასტერთან კონტაქტირებული ინფიცირებულების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

დღის ამბები